პარასკევი, 2025-06-20, 12:13 PM
მთავარი რეგისტრაცია გამოსვლა 
მოგესალმები, სტუმარი
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ
დამხმარე წიგნები
ძებნა
ახალი წიგნები
PDF წიგნები
ახალი წიგნები

გულიკო ლიპარტელიანი, დავით ლიპარტელიანი.
გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი, თბ., 2012 წ.

საქართველოში პირველად იქნა შედგენილი გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი. მასში შევიდა ყველაზე ხშირად გამოყენებული ტრადიციული და თანამედროვე ტერმინები, რომელთა გარკვეული ნაწილი სათანადოდ ან სრულიად არ იყო განმარტებული ქართულ ენაზე.

ცნობარში აგრეთვე შევიდა ქართული კარტოგრაფიული სკოლის მიერ დამკვიდრებული ცნებები, რომლებიც დაკავშირებულია XX საუკუნის თვალსაჩინო გეოგრაფ-კარტოგრაფის ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელთან, ვის ხსოვნასაც ეძღვნება აღნიშნული ცნობარი.

ცნობარი გათვალისწინებულია გეოგრაფიის, კარტოგრაფიის, გეოინფორმატიკის, აგრეთვე სხვა დარგების სპეციალისტების, პედაგოგების, დოქტორანტების, მაგისტრანტების, სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის







საქართველოს ისტორია. გიორგი კიკნაძე, თბ., 2010

პროფ. გიორგი კიკნაძის ავტორობით ახლახანს გამოცემული საკითხავი წიგნი - ”საქართველოს ისტორია” უწინარესად საშუალო ასაკის მოსწავლეებზეა გათვლილი. იგი წარმოადგენს მცდელობას, შეძლებისდაგვარად მოკლედ, მაგრამ ინფორმატიულად მოუთხროს ბავშვებს ჩვენი ქვეყნის წარსული.

წიგნი საკმაოდ ლამაზადაა გაფორმებული ფერადი ილუსტრაციებით. აქ მრავლადაა გამოყენებული სპეციალურად ამ ასაკის ბავშვებისათვის შექმნილი ისტორიული რუკები, რომელიც წიგნს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.

წიგნი წარმოადგენს ორტომეულის პირველ ნაწილს. უახლოეს მომავალში იგეგმება მისი მეორე ნაწილის გამოცემაც.